ფეხბურთი

13:27 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვან ბასტენის გოლები (VIDEO)

1964 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა მარკო ვან ბასტენი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსისა” (1982-87) და “მილანის” (1987-93) ფორვარდი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. სამჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული (1988, 1992, 1993), სამჯერ იტალიის სუპერთასი (1988, 1992, 1993). 1989 და 1990 წლებში “მილანთან” ერთად მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ასევე “მილანის” მაისურით დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა (1989, 1990) და ევროპის სუპერთასს (1989, 1990), ხოლო 1987 წელს “აიაქსის” რიგებში დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი (1982, 1983, 1985) და თასის მფლობელი (1983, 1986, 1987). ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 24 გოლი (1983-1992). 280 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა 218 გოლი. 1988, 1989 და 1992 წლებში “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ფიფას ვერსიით 1992 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. World Soccer-ის ვერსიით 1988 და 1992 წლების საუკეთესო მოთამაშე. ვან ბასტენმა 1986 წელს მოიპოვა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი”. ასევე მარკო ვან ბასტენი ოთხჯერ გახდა ჰოლანდიის, ხოლო ორჯერ იტალიის პირველობების საუკეთესო გოლეადორი. წვრთნიდა “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდს (2003-2004) და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს (2004-2008). 2008 წლიდან 2009 წლის 6 მაისამდე ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096292