ფეხბურთი

13:05 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვილფრიდ ბონის შემდეგ ყაზაიშვილი

არნემის “ვიტესის” ქართველმა ფეხბურთელმა ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლო სამ ტურში გოლის გატანა მიჯრით მოახერხა. ასეთი შედეგი კი არნემელთა გუნდში უკანასკნელად 3 წლის წინ იყო.

2012-2013 წლების სეზონში “ვიტესის” მაისურით ზედიზედ 10 ტურში გოლების გატანას ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ვილფრიდ ბონი ახერხებდა.

ყაზაიშვილი დღეს “ექსელქსიორს” სტუმრად დაუპირისპირდება და შეეცდება ზედიზედ მეოთხე ტურში აიღოს მეტოქის კარი. ვაკომ აქამდე მიყოლებით “გრონინგემს”, “ცვოლესა” და “აიაქსს” გაუტანა. სულ კი, ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 9 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.138472