უკვე მესამე წელია, რაც დიეგო მარადონას ყოფილი სიძე, არგენტინელი ფეხბურეთელი სერხიო აგუერო თავსი ცოლსა და დიეგო მარადონას ქალიშვილს, ჯიანინა მარადონას დაშორდა და ამ პერიოდის განმავლობაში სერხიოს ახალი რომანი ჯერ არ წამოუწყია, რაც ბულვარულ მედიას მუდმივად სალაპარაკო თემას აძლევს.
“ყვითელი” მოკალმეების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ სერხიო აგუეროს დიეგო მარადონასი ეშინია, რომელიც ნასიძარს დაემუქრა, სხვა ქალთან თუ დაგინახე, მთელს ჩემს გავლენებს ავამოქმედებ და ისეთ რამეს დაგმართებ, შენი ცოდვით ქვა იწვოდეს და ცაში დარდის ღრუბელი გამოისახოსო...
ასევე საეჭვოდ დუმს დიეგოს ქალიშვილი ჯიანინაც, რომელსაც სერხიო აგეროსგან ერთი ვაჟიშვილი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ მამა თავის პირმშოს არაფერს აკლებს, მდედრობითი სქესის მარადონა რასაკვირველია მაინც ფინთ გუნებაზე იქნება. აბა რომელ ქალს უხარია ქმრისგან მიტოვება? მით უმეტეს, როდესაც ლეგანდარული დიეგო მარადონას ქალიშვილი ხარ...