თამაშგარე

20:55 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარლენა, გაელი და ცელოფნის პარკები...

ევროპაში მოგზაურობის დროს, თუკი შემთხვევით სადმე ფრანგი ფეხბურთელის, გაელ კლიშის ცოლი, შარლენა სურიჩი შემოგხვდათ და ხელში ფერად-ფერადი ქაღალდის პარკები მოგაჩეჩათ, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ეს გოგონა ”ანტიპლასტიკატურ მოძრაობაშია” ჩართული და ჩვენი პლანეტის ცელოფნის პარკებისგან გასათავისუფლებლად იბრძვის.

როგორც იცით, ცელოფნის პარკები მდგრად დამაბინძურებლად ითვლება და ევროპა აქტიურად ებრძვის მას, რადგან ბუნებაში ერთი პარკის გაქრობას დაახლოებით 300 წელიწადი სჭირდება. ამ დროს კი, ასე ლაღად და დაშხოშიანად დაფრინავენ ეს საზარელი პარკები ჩვენი ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების თავზე...

კვლავ გაელ კლიშის აშოლტილ მეუღლეს რომ მივუბრუნდეთ, წარმოშობით ხურვატ-არაბი შარლენა სურიჩი ხელობით მოდელი გახლავთ, მოწოდებით კი გარემოს დამცველი. ამას გარდა, შარლენა თავის მობურთალ ქმარს სოციალური ქსელების საშუალებით ყოველდღიურად უტყდება სიყვარულში და არის ერთი ხვევნა-კოცნა და მტლაშა-მტლუში...

0.181112