ფეხბურთი

23:59 | 30.10.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ვან გაალი: “სქოულზის კრიტიკა ვერ დამაზიანებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა უგულებელყო პოლ სქოულზის კრიტიკა მისი სათამაშო სტილის მიმართ და განაცხადა: “ჯოხებმა და ქვებმა შესაძლოა ძვლები გამიტეხოს, დიდი სახელები კი ვერ დამაზიანებს.”

“წითელი ეშმაკების” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელმაც გუნდის მაისურით 718 მატჩი ჩაატარა, განაცხადა, რომ ვან გაალთან მუშაობა არ ესიამოვნებოდა, რადგან მას კრეატიულობა და რისკი აკლია. სქოულზმა აღნიშნული განცხადება ლიგის თასის შემდეგ გააკეთა. “იუნაიტედი” “მიდლსბროსთან” პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ვან გაალმა “კრისტალ პალასთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა სქოულზის კომენტარს უპასუხისმგებლო უწოდა.

“მან ეს განცხადება თავისი თავის თუ კლუბის სასარგებლოდ გააკეთა? არ ვეთანხმები მის მოსაზრებას. ყოველთვის რისკს ვეწევი და გუნდიც აზარტულია. თავის დაცვას არ დავიწყებ. იგი ლეგენდაა, მაგრამ როდესაც ლეგენდა ხარ, შენ უნდა ესაუბრო მწვრთნელს ან შენ მეგობარ რაიან გიგზს, ან აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს და უთხრა რაში ხედავ პრობლემას.

ჩვენ ვვითარდებით და ამ ყველაფერს სამი წელიწადი დასჭირდება. თუ სქოულზი იტყვის, რომ მე უნდა წავიდე, ასე უნდა მოხდეს? ეს მისი კომპეტენცია არაა, ყველაფერი გლეიზერების ოჯახის და ვუდვორდის გასაკეთებელია. როდესაც ჩვენ წავაგებთ, წავაგებთ და კიდევ წავაგებთ მაშინ დავასრულებ აქ მოღვაწეობას, თუმცა თამაშს ვაუმჯობესებთ. ახლა 20 ქულა გვაქვს 10 მატჩში, გასულ სეზონში კი 13 გვქონდა.

პრესკონფერენციაზე დადასტურდა რომ მემფის დეპაი პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. “კრისტალ პალასის” და “მანჩესტერის” დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:19 | 22.07.2013
dadetor (448)

ამას სულ გაუბერი ჯერ იყოდა უდისციპლინობის გამო გერმანიიდან მოიცილეს მერე სევასტოპლში გადავიდა ლიდერი იყო და ეხლა დუბლებში ატამაშებენ )))))))))) მაგარი ხარ მათე ეგრე გააგრძელე
ერთ დროს ძალინ პერსპექტიული მცველი სადამდე მიიყვანა თავი

10:54 | 22.07.2013
lagashi (6738)

დუბლებში რატოა?

23:13 | 21.07.2013
Kala94 (6114)

გერმანიიდან უკრაინაში რატო უნდა წახვიდე თან სევასტოპოლში.. გამაგიჟებს ეს ხალხი მრჩეველი არ ყავს ვინმე ?? ნაკრების კრიტიკაში ყველა მაგარია და ურჩიოს ვინმე ახლობელმა რა

15:57 | 21.07.2013
gogga78 (901)

სტანჩუ ყავთ ძაან ტეხნარი..

15:02 | 21.07.2013
Gio Rijvadze (2474)

დუბლებში რატო ათამაშეს??

14:59 | 21.07.2013
dinamo78 (543)

მოკლედ ეს სტიაუა რასაც ვარდართან ვუყურე,ძალიან აგრესიულად იწყებს თამაშს,იმენნა აწვება გიჟივით.ვარდართან 21 წუთზე 2:0 იგებდა,აქაც 27 წუთზე 2:0..ასე რომ საწყისს წუთებს შემოგვიტევენ მაგრად ბუქარესტში დ. ეგ თუ გადავაგორეთ,გავალთ.მაგრამ მთავარი თბილისია,დინამოზე უნდა ავუგოთ წესი,ისე რომ სახლში ჟიმჟიმი ჰქონდეთ კონტრატაკის

14:59 | 21.07.2013
turineli) (15)

ჩვენს თავს უნდა ვაჯობოთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

14:10 | 21.07.2013
festina (2659)

ფარერებს კიდე ქონდათ გოლის გატანის შანსი,დინამო დაცვაში სუსტია

13:48 | 21.07.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

სტიაუა tu aradamajerebeli steimuri ro gols gitans es ragaa mashim

13:57 | 21.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

ავტოგოლი იყო ძმაო! სტეაუასთან კი უფრო მობილიზებულები იქნებიან და არ დაUშვებენ ეგეთ შეცდომებს

13:53 | 21.07.2013
ikako28 (325)

სტეიმურმა კი არ გაგვიტანა გოლი გრაიციარმა გაატანინათ

12:57 | 22.07.2013
ikako28 (325)

აუ სუ მერევა ეგ ორი

13:55 | 21.07.2013
M.U2013 (3191)

გლიშიჩი

14:08 | 21.07.2013
giorgi00011 (395)

გრაიციარია არა მენდი კიდე ეხ გრაცო როგორ დაგვიმთვრიეს მაგ ღრუსებმა

13:46 | 21.07.2013
chamilo (33560)

ამ ღვინიანიძემ რა ტყუილად გაიფუჭა კარიერა რა უნდა სევასტოპოლში ფულის გამო რომ დარჩა,არადა კარგი მცველი იყო და ეხლა როგორ ფორმაშიც არ ვიცი სევასტოპლის თამაშს იქაურების გარდა ალბათ ჩემსავით არავინ უყურებს

13:53 | 21.07.2013
kencho10 (128)

ხო ძაან მაგაი იყო მიუნხენ 1860 ში და ნაკრებშიაც თამაშობდა

13:46 | 21.07.2013
M.U2013 (3191)

უნდა გავხიოტ სტიაუა

15:04 | 21.07.2013
Gio Rijvadze (2474)

სახLში უეჭველი

13:45 | 21.07.2013
batoniufrosi (109)

ეს პოპა ძალიან სწრაფი და სახიფათო ფლანგელია. მარცხენა ფლანგს დიდი ყურადღება მართებს

0.07685