ფეხბურთი

20:28 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკომ მანჩინის ინტერესი დაადასტურა

ბოსნიის ეროვნული ნაკრების და “რომას” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ განაცხადა, რომ ზაფხულში რობერტო მანჩინის მისი გადაბირება სურდა.

Gazzetta dello Sport-ის კითხვას შეეცადა თუ არა იტალიელი სპეციალსტი ფეხბურთელის “ინტერში” წაყვანას, ჯეკომ უპასუხა: “დიახ, გასული სეზონის დასრულებამდე ჰქონდა მცდელობა, თუმცა რეალური მოლაპარაკება არ ყოფილა, ახლა კი აქ კარგად ვარ. თავის დროზე მანჩინის დამსახურება გახლდათ გერმანიიდან ინგლისში რომ გადავედი სათამაშოდ.”

რობერტო მანჩინი ბოსნიელ თავდამსხმელს “მანჩესტერ სიტიში” წვრთნიდა. მიმდინარე წლის ზაფხულში ჯეკო იჯარის წესით გადავიდა “რომაში”.

0.111151