ფეხბურთი

19:08 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი და მოურინიო მეგობრები არ არიან, თუმცა ერთმანეთს პატივს სცემენ

ინგლისური “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან გერმანიაში ყოფნის დროს მიმოწერა ჰქონდა. ამის შესახებ მან “ლივერპული” – “ჩელსის” წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თქვა.

“მის სამუშაოს დიდ პტაივს ვცემ და მჯერა, რომ ის ყოჩაღი ბიჭია. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ერთმანეთში პრობლემები არ გვაქვს. როდესაც გერმანიაში ვმუშაობდი, მე და მოურინიოს რამდენჯერმე მიმოწერა გვქონდა”, - აღნიშნა კლოპმა.

თავის მხრივ კლოპზე პორტუგალიელმაც ისაუბრა:

“არ შემიძლია ვთქვა, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ კლოპი ის ბიჭია, რომელიც ძალიან მომწონს”, - თქვა “განსაკუთრებულმა”.

მანვე ხვალინდელ თამაშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, რადგან მის კარიერაში ყველა თამაში მოსაგებია.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით, 16:45 წუთზე დაიწყება.

0.114362