ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის, გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია.