ტურინის “იუვენტუსს” სერია A-ში ბოლო 54 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. “ბებერმა ქალბატონმა” პირველ 10 ტურში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა (3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება) და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა შორეულ 1961-1962 წლების სეზონში, როცა საბოლოოდ მე-12 ადგილზე გავიდა. ყველაზე ცუდი სტარტი კი მანამდე, 1955-1956 წლებში ჰქონდა.
რაც შეეხება 4 წაგებას, უკანასკნელად საწყის 10 თამაშში ტურინულმა გრანდმა ამდენი მატჩი 1987-1988 წლების სეზონში წააგო და იმ სეზონში საბოლოოდ უეფას თასის საგზური თანაქალაქელ “ტორინოსთან” გადათამაშებაში მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ასე ცუდად “ბიანკონერის” ჩემპიონატი არც ჩირო ფერარასა და ლუიჯი დელ ნერის ხელძღვანელობით დაუწყია. 2009-2010 წლებში ფერარას გუნდს 21 ქულა დაეგროვებინა, ხოლო ერთი წლის მერე დელ ნერის შედეგი 18 ქულა გახლდათ. ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში “იუვენტუსმა” სეზონის ბოლოს მე-7 ადგილი დაიკავა.
ამ დროისთვის იტალიის ბოლო 4 სეზონის უძლიერესი გუნდი, მოპოვებული 12 ქულით შესაბამისად, მე-12 ადგილზეა და ლიდერ “რომას” 11 ქულით ჩამორჩება...