კალათბურთი

1:47 | 30.10.2015 | ნანახია 1831 - ჯერ

შენგელია ისევ დაშავებულია, პულენმა სტამბოლში გაილაღა

ევროლიგის მე-3 ტურში ტრავმირებული თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” საფრანგეთში “ლიმოჟს” ესტუმრა და მასპინძლები 107:71 გაანადგურა.

ბასკური კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა: დარიუს ადამსი (18), ფაბიენ კოსიე (16), კორბაჩო (14) და მაიკ ჯეიმსი (12). ამ გამარჯვების წყალობით, “ლაბორალ კუჩა” B ჯგუფის სათავეში მოექცა, მომდევნო შეხვედრაში კი, 5 ნოემბერს “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ თურქული კლუბი სტამბოლში ხორვატულ “ცედევიტას” დაუხვდა და სენსაციური მარცხი (75:81) განიცადა, რაშიც ჯეიკობ პულენმა დიდი წვლილი დაიდო.

ამერიკელმა გამთამაშებელმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

პულენმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჯეიკობის მოედანზე ყოფნის პერიოდში “ცედევიტამ” მეტოქეზე 14 ქულით მეტი ქულა ჩააგდო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ისიც ვთქვათ, რომ ხორვატული კლუბიდან მხოლოდ 8 კალათბურთელი დაიტვირთა, გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 27:17 მოიგეს.

“ცედევიტას” 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და B ჯგუფში ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 ნოემბერს, მილანში, “ემპორიო არმანისთან” გამართავს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:29 | 30.10.2015
stoikovich (5984)

ამ დედამოდღნულს ჩვენი ჯინი ჭირს, თუ რა ამბავია?

14:08 | 30.10.2015
leonti (1177)

პულენი ნაკრების შეკრებაზე 15კგ-თი მეტი წონით ჩამოვიდა, ჩვენ ნაკრებთან ერთად შევიდა ფორმაში რასაც ქვია და ახლა რომ გუნდშია და თამაშობს, ჩვენ ნაკრებს და კოკოშკოვს უნდა უმადლოდეს. თავისუფლებაც ქონდა მიცემული და ყველაფერი. ერთი მოსამზადებელ თამაშში გაილაღა იტალიასთან იტალიაში და ეგ იყო და ეგ. დანარჩენი ყველა თამაში საკმაოდ სუსტად ითამაშა.

09:03 | 30.10.2015
grinchi (3221)

კარგი ბიჭია

08:16 | 30.10.2015
adza (496)

არაფერი არ ეტაკა. პულენს უნდა მისცე თავისუფლება და მაშინ არის მაგარი. ჩვენი მონახაზიდან გამომდინარე, არც თავისუფლება აქვს და არც ნაკრები თამაშობს ისეთი სტილის კალათბურთს, სადაც პულენი გაიხსნება. ასე ვთქვათ, პულენი თამაშობს ნაკრებისთვის და არა ნაკრები პულენისთვის.

12:00 | 30.10.2015
Gamper (39)

სა ვინ მიგდია პულენი, ნაკრებმა მისთვის რომ ითამაშოს?

13:24 | 30.10.2015
sabonis (9584)

ხო მარა არავინ გვაძალებს ვიპოვოთ უკეტესი.

11:59 | 30.10.2015
sabonis (9584)

მართალი ხარ, პულენს უნდა თავისუფლება.

03:07 | 30.10.2015
levani82 (41682)

აბა პულენს ჩვენთან რა ეტაკა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117239
სარეკლამო ადგილი - 99
X x X