“გოლდენ სტეიტის” ავსტრალიელ ცენტრს ენდრიუ ბოგუტს ტვინის შერყევა დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბოგუტმა დაზიანება “ნიუ ორლეანთან” მატჩის დროს, დანტე კანინგჰემთან ორთაბრძოლაში მიიღო.
როგორც წყარო იუწყება, ბოგუტის პარკეტზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით უცნობია.