ფეხბურთი

21:41 | 29.10.2015 | ნანახია 1429 - ჯერ

“ბარსელონამ” დუგლასი დიდი ხნით დაკარგა

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დუგლასმა ესპანეთის თასზე “ვილიანოვენსესთან” გამართულ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და გუნდს რვა კვირით დააკლდება.

უგოლო შეხვედრაში 25 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე ტერფის ძვალი გაიტეხა, რაც სრულფასოვანმა გამოკვლევამ აჩვენა. აღსანიშნავია, რომ სათასო მატჩში დუგლასმა მთელი 90 წუთი ითამაშა.

ბრაზილიელს 2015 წელს უკვე მოუწია 8 კვირით დასვენება. მაშინ მან ბარძაყი დაიზიანა. მიმდინარე სეზონში დუგლასმა პრიმერა დივიზიონის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შეცვლაზე სულ რაღაც 12 წუთით შევიდა. “ბარსელონას” ლაზარეთში მის გარდა მესი, ინიესტა და რაფინია არიან.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:56 | 30.10.2015
5_stars (11475)

ამის გარეშე არაფერია ბარსას მარჯვენა ფლანგი
პ.ს. ამის "ტალანტი" აღმოაჩინა როგორ მაინტერესებს

11:56 | 30.10.2015
5_stars (11475)

ვინ აღმოაჩინა

11:47 | 30.10.2015
araza-1918 (6330)

ცხადაძეს საყურადღებოთ 11-ში ესტონეთთან გამოგვადგება. მოსკოვის ლოკომოტივს მაგარი ჯარიმა გაუტანა ამკარის 2 მეტრიანმა დამცველმა ჯიქიამ

10:29 | 30.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

უჰ, ამოვისუნთქე რაა. მოგვიგია მაშინ ელ კლასიკო.

19:53 | 30.10.2015
stoikovich (5984)

აბა, გიმართლებთ სასწაულად

02:02 | 30.10.2015
BATIGOLI 9. (4375)

კარგი გაცხრილვა უნდა ჩატარდეს ბარსაში!

23:39 | 29.10.2015
gogssi (3755)

ტიპი რაში იღებს მილიონებს ისეა გადაჩვეული ფეხბურთის თამაშს რომ შევა მოედანზე და ეგრევე რაღაცას იტეხავს

22:19 | 29.10.2015
babubabu (17085)

ოჰ ეს რა მოსვლია

21:50 | 29.10.2015
Badri Bibilashvili (6126)

სულ ტრავმიანობს ეს კაცი რაც გადმოვიდა.მოკლედ არ უმართლებს კარიერაში.

21:48 | 29.10.2015
alejandro (44439)

უჰჰჰჰჰჰ,ისე ხო რას ამბობ აკლებული ქონდა ბარსას მარჯვენა ფლანგი ძირითადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119862