კალათბურთი

21:27 | 29.10.2015 | ნანახია 483 - ჯერ

კრის პოლმა ბობ კოუზს გადაასწრო

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” ლიდერმა კრის პოლმა “ბოსტონის” კალათბურთელს ბობ კოუზს შედეგიანი გადაცემებით გადაასწრო. პოლინბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის პოლი მე-15 ადგილზეა.

ბობ კოუზი, რომელიც 1950-1970 წლებში თამაშობდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 6955 პასი აქვს გაკეთებული. კრის პოლმა გამთენიისას “საკრამენტოსთან” 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სულ ნბა-ში 6961პასი დაუგროვდა.

ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასე ჯონ სტოკტონია – 15806 პასი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:56 | 30.10.2015
federer (17) (15576)

სტოქტონს არამგონია მიუახლოვდეს, მაგრამ ნეშთან დაწევა რეალურიააა

09:45 | 30.10.2015
temo11 (1791)

სტოკტონი ძალიან მაგარი იყო,მაგის თამაშის ყურება სიამოვნება იყო

0.127589