ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ნაზი პაიკიძე აშშ-ს მოქალაქე გახდა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პაიკიძე წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სახელით გამოდიოდა. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სასწავლებლად , იქ დაოჯახდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.