ქალ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გურამიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკეს, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ანიშ გირზე დაქორწინდა.
შეგახსენებთ, რომ გირი მამით ნეპალელი და დედით რუსია. იგი საერთაშორისო დიდოსტატი 14 წლისა და 7 თვის ასაკში გახდა. ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში მაგნუს კარლსენის( ნორვეგია), ჰიკარუ ნაკამურას( აშშ), ვესელინ ტოპალოვის( ბულგარეთი) და ვიშვანათან ანანდის ( ინდოეთი) შემდეგ გირი 2798 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.