არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი “ელ კლასიკოში” მონაწილეობას არ გარისკავს. El Confidencial-ის ინფორმაციით, სამხრეთმაერიკელი ჯანმრთელობას რისკის ქვეს არ დააყენებს და პრიმერადივიზიონის მე-12 ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
მესის ფეხის ტრავმა აწუხებს. ექიმების ცნობით, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებულად მიმდინარეობს და არის შანსი ფეხბურთელმა ესპანეთის მთავარ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, როგორც El Confidencial-ი იუწყება, თავდამსხმელს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მას აზრს ვერავინ შეაცვლევინებს.
“რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება 21 ნოემბერს მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.