კალათბურთი

14:02 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი, სავარაუდოდ, ლიბანში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას სავარაუდოდ ლიბანურ “ჩემპვილში” გააგრძელებს, სადაც უკვე ჩატარებული აქვს რამდენიმე წარმატებული სეზონი. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, ცქიტიშვილი ნბა-ს წევრ “ლოს ანჟელეს კლიპერსში” დამკვიდრებას ცდილობდა, შემდეგ კი, ჩინურ “ფუჯიანში” ჩარიცხვამდე სულ ცოტა დააკლდა.

ქართველმა ფორვარდმა აზიურ კლუბში რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და წესით, გარანტირებული კონტრაქტიც ეკუთვნოდა, თუმცა, “ფუჯიანმა” მასთან თანამშომლობა არ ისურვა, რის გასაჩივრებასაც ნიკას მხარე ფიბა-ში აპირებს.

ამჟამად, ცქიტიშვილი მოლაპარაკებას ისევ “ჩემპვილთან” აწარმოებს, რომლის რიგებშიც ლიბანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

0.113372