საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ უკრაინის თასის მერვედფინალში ორი გოლი გაიტანა. “ვოლინმა” შინ “მიკოლაივი” მიიღო და 5:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ორი მატჩის ჯამში ლუცკელებმა 7:0 იმარჯვეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.