ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ესპანური “სევილიას” ნახევარმცველის ევერ ბანეგას დამატებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 27 წლის არგენტინელის წლევანდელი თამაშით მანუელ პელეგრინია მოხიბლული. მას ბანეგას ასპარეზობა გასულ ოთხშაბათს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც ძალიან მოეწონა და მისი შეძენა კიდევ უფრო მოუნდა.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს “სევილიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებად 10 მილიონ ევროს ასახელებს.
ევერმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.