ფეხბურთი

19:20 | 28.10.2015 | ნანახია 873 - ჯერ

კრუზე 10 დღით იუქმებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და “ვოლფსბურგის” თავდამსხმელი მაქს კრუზე ათი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის.

“ბილდის” ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდის მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. კრუზე “მგლებს” ბუნდესლიგაში “ბაიერის”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში მაქსმა საკლუბო დონეზე 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრუზემ გერმანიის ნაკრებში ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ 14 წუთი ითამაშა, “ჯვაროსნებს” გოლი გაუტანა და ბუნდესნაკრებს გაამარჯვებინა (2:1).


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:00 | 29.10.2015
gerard888 (1536)

კაი ფეხბურთელია კრუზე.

20:31 | 28.10.2015
drogba_<3 inter (23926)

შენი დედაც კრუზე რა თამაში ამოაცალე ქართველებს 1 ქულა

19:30 | 28.10.2015
Levan911 (2406)

ეჰ, ეს უნდოდა კიდევ ვოლფებს

0.121573