კობი ბრაიანტი და “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 29 ოქტომბერს სეზონის პირველ მატჩში შინ “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდებიან. 37 წლის ბრაიანტისთვის ხვალ ნბა-ს მე-20 სეზონი იწყება და მან ეს ოცივე სეზონი მხოლოდ “ლეიკერსის” მაისურით ჩაატარა. კობი ამ მაჩვენებლით ნბა-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელი იქნება.
ბრაიანტამდე რეკორდი ჯონ სტოკტონს ეკუთვნოდა, რომელიც 1984 წლიდან 2003 წლამდე “იუტას” შემადგენლობაში თამაშობდა.
“ლეიკერსისა” და“მინესოტას” შეხვედრა 29 ოქტომბერს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.