ფეხბურთი

12:31 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო “ჩელსის” თამაშით კმაყოფილია

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ თავისი გუნდის თამაშში დადებითი ნიშნები დაინახა. ამის შესახებ პორტუგალიელმა “სტოკ სიტისთან” მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შარშან “სტოკს” 2:0 მოვუგეთ, მაგრამ მაშინ იმის 25%-იც არ გაგვიკეთებია, რაც დღეს გავაკეთეთ. წაგება რთულია, მაგრამ უფრო ძნელია, როცა კარგად თამაშობ და მაინც აგებ, ვიდრე, როცა ცუდად თამაშობ და აგებ. სახლში დადებითი ნიშნებით ვბრუნდებით”, - აღნიშნა მოურინიომ.

“განსაკუთრებულმა” ბელგიელი ედენ აზარიც დაიცვა, რომელმაც გადამწყვეტი თერთმეტრიანი ვერ გაიტანა:

“პენალტი რობენს, რონალდუს, კაკას გაუფუჭებიათ. ახლა, ეს ჩვენს საუკეთესო პენალტისტსაც მოუვიდა, ასეც ხდება”, - დასძინა ჟოზემ.

შეგახსენებთ, “ჩელსი” ინგლისის ლიგის თასზე “სტოკთან” (1:1 ძირითადი დრო) პენალტების სერიაში დაამარცხდა (4:5).

0.123127