არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც უახლოეს ორ შეხვედრაში მის განკარგულებაში იქნებიან.
“ალბისელესტეს” ორი მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი და სერხიო აგუერო არ ეყოლება ტრავმების გამო.
აღსანიშნავია, გონსალო იგუაინის დაბრუნება, რომელსაც მარტინომ წინა შეკრებაზე არ უხმო.
მარტინოს რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ნაუელ გუსმანი (“ტიგრესი”), სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), აგუსტინ მარკესინი (“სანტოს ლაგუნა”);
მცველები: ემანუელ მასი (“სან ლორენცო”), ფაკუნდო რონკალია (“ფიორენტინა”), მარტინ დემიჩელისი, პაბლო ზაბალეტა, ნიკოლას ოტამენდი (სამივე “მანჩესტერ სიტი”), ეზეკიელ გარაი (“ზენიტი”), ფუნეს მორი (“ევერტონი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
ნახევარმცველები: ლუკას ბილია (“ლაციო”), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”), მატიას კრანევიტერი (“რივერ პლეიტი”), ევერ ბანეგა (“სევილია”), ენცო პერესი (“ვალენსია”), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”), ხავიერ პასტორე (პსჟ);
თავდამსხმელები: ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”), ანხელ დი მარია, ეზეკიელ ლავეცი (ორივე პსჟ), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), კარლოს ტევესი (“ბოკა ხუნიორსი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”).
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. “ალბისელესტე” 13 ნოემბერს ბრაზილიას უმასპინძლებს, ხოლო ოთხ დღეში კოლუმბიას დაუპირისპირდება გასვლაზე.