სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი უკანახაზელი ბექა წივწივაძე "რუსთავის რიგებში ჩაირიცხა. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "რუსთავის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ წივწივაძე ბოლოს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულ "შსს აკადემიას" რიგებში თამაშობდა, რომელმაც 25-ე ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და არსებობა შეწყვიტა.