ჩოგბურთი

19:53 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ ჰალეპს მოუგო, პენეტამ - რადვანსკას

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირზე ორი შეხვედრა გაიმართა. მარია შარაპოვამ რეიტინგის მეორე ნომერი რუმინელი სიმონა ჰალეპი 6:4, 6:4 დაამარცხა, იტალიელმა ფლავია პენეტამ პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 7:6, 6:4 მოუგო.

მარიამ სიმონას დამარცხება საათსა და 55 წუთში შეძლო. შარაპოვამ 2 ეისი ჩააწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 134 გათამაშებიდან რუსმა 70 მოიგო, ხოლო რუმინელმა 64.

პენეტა პირველ სეტს 3:5 აგებდა, თუმცა სეტის ტაიბრეიკამდე მიყვანა მოახერხა, სადაც აგას 7:5 მოუგო. მეორე სეტში 3:3-ზე იტალიელმა ბრეიკი შეასრულა, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. პენეტამ 6 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

წითელ ჯგუფში ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინაჩუნებს აგნეშკა რადვანსკაც, რომელმაც ორივე შეხვედრა წააგო და ორივე შეხვედრის მომეგ მარია შარაპოვასაც ჯერ ბოლომდე არაფერი გაუნაღდებია.

ბოლო ტურში შარაპოვა პენეტას დაუპირისპირდება, ჰალეპი – რადვანსკას. ორივე შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

წითელი ჯგუფი

1.

მარია შარაპოვა

2

2

0

4:1

2

2.

სიმონა ჰალეპი

2

1

1

2:2

1

3.

ფლავია პენეტა

2

1

1

2:2

1

4.

აგნეშკა რადვანსკა

2

0

2

1:4

0

0.123866