ფეხბურთი

18:05 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძეს “შახტარის” მთავარ გუნდში 90 წუთი დაუთმეს

დონეცკის “შახტარის” მთავარ გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე. 17 წლის შემტევს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ უკრაინის თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ტერნოპილის” წინააღმდეგ ენდო. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მწვანე მინდორზე 90 წუთი გაატარა. ეს არაბიძისთვის დონბასელთა ძირითადი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველი გამოჩენაა, თანაც ოფიციალურ მატჩში.

არაბიძე “შახტარში” გასულ ზაფხულს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადაბარგდა და 17 წლის ქართველი 19-წლამდელთა გუნდში რეგულარულად ხვდება, ხოლო მთავარ გუნდში ლუჩესკუმ რამდენჯერმე ამახანაგურ თამაშებში უკვე გამოსცადა.

თავად შეხვედრა კი “შახტარმა” 4:0 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 9:0 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.118039