ფეხბურთი

17:08 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: ჩემპიონიც გავარდა და მეორეადგილოსანიც

საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა. შვიდი შეხვედრა იყო და შვიდი მეოთხედფინალისტი გაირკვა, მერვე კი ხვალ გახდება ცნობილი, “ჩიხურა” ახლოსაა შემდეგ ეტაპთან, რადგან “საპოვნელასთან” გასვლაზე 2:0 აქვს მოგებული.

მეოთხედფინალს მიღმა დარჩა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” და მეორეადგილოსანი ბათუმის “დინამოც”. გორელებს შინ 1:2 ჰქონდათ წაგებული “ზუგდიდთან” და გასვლაზე კი იმარჯვეს, მაგრამ არასაკმარისი სხვაობით –გიორგი ერისთავის 31-ე წუთზე გატანილით 1:0. ზუგდიდელებმა სტუმრად გატანილი მეტი გოლით გამოთიშეს “დილა”.

ბათუმელები კი პირველლიგელ “ვიტ ჯორჯიასთან” გავარდნენ. ორივე თამაში წააგეს... დღეს ვიტელებმა კახა კახაბრიშვილის გატანილით ქობულეთშიც აჯობეს ბათუმის “დინამოს”. თენგიზ კობიაშვილის “ვიტ ჯორჯია” ერთადერთი პირველლიგელია სათასო მეოთხედფინალში.

თბილისის “დინამომ” გასვლაზეც 1:0 სძლია ფოთის “კოლხეთს”L(გიორგი ქვილითაიას გოლით) და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება. აქვე, სხვა ანგარიშებზეც:

ლიახვი – სამტრედია 1:4 (პირველი მატჩი – 0:3)

ცხინვალი – შუქურა 1:1 (პირველი მატჩი – 1:3)

ზუგდიდი – დილა 0:1 (პირველი მატჩი – 2:1)

კოლხეთი (ფ) – დინამო (თბ) 0:1 (პირველი მატჩი – 0:1)

სიონი – გურია 1:1 (პირველი მატჩი – 2:0)

ტორპედო – ჭიათურა 6:1 (პირველი მატჩი – 1:0)

დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 0:1 (პირველი მატჩი – 2:3)

ჩიხურა – საპოვნელა ხვალ გაიმართება (პირველი მატჩი – 2:0)

0.199004