კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ლონდონის “ჩელსის” იანვარში დატოვებს. ამის შესახებ ბოლო დროს აქტიურად წერს ინგლისური მედია. “დეილი ტელეგრაფის” ცნობით, ფალკაოს მსურველთა შორის ყველა მეტი შანსი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” აქვს, რომელსაც სამხრეთამერიკელის ყოფილი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ხელძღვანელობს.
ფალკაო “ჩელსიში” გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ “არისტოკრატთა” რიგებში ამ დროისთვის დამკვიდრება ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, იგი ნისლიან ალბიონზე იჯარით თამაშობს, ისე კი, ფრანგული “მონაკოს” საკუთრებაშია.