“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გუნდის დაკომპლექტების პროცესს დასრულებულად არ მიიჩნევს და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას ახალი შენაძენებით აპირებს.
“სამწუხაროდ, სატრანსფერო პერიოდში ვერ ვახერხებ ყველა იმ ფეხბურთელის შეძენას, ვისაც მოვისურვებ. ზაფხულში კარგი მოთამაშეები დავიმატეთ, მაგრამ მეტი გვინდა. გვჭირდება კრეატიული, სწრაფი შემტევები. ჩვენთვის სასურველი ყველა მოთამაშე დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედში” გადმოსვლით. პრობლემა მხოლოდ ის კლუბებია, რომელთაც მათი გამოშვება არ სურთ” – ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Star-ი.
ამ ზაფხულს მანჩესტერელებმა მეკარე სერხიო რომერო, მცველი მატეო დარმიანი, ნახევარმცველები ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლენი, ფორვარდები მემფის დეპაი და ანტონი მარსიალი შეიძინეს.