ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის დასკვნითი შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” “ხიხონს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში ზუსტად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. ბასკები 29-ე წუთზე მარკელ სუსაეტამ დააწინაურა, რომელმაც ლამაზი კომბინაცია ახლო მანძილიდან დააგვირგვინა. 41-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა მასკარელისთან ორთაბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც არიც ადურისმა შეასრულა. გამოცდილ ფორვარდს 11-მეტრიანი ალბერტომ აუღო, თუმცა დამატებაზე პირველი ადურისი გაჩნდა და გოლი მაინც გაიტანა.
ბასკებმა მეორე ნახევარში მეტოქეს ერთი გოლი აკმარეს. ბენიატის მშვენიერი გადაცემა ადურისმა შეირგო, დუბლი გაიფორმა და 67-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
“ბილბაომ” 11 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ერნესტო ვალვერდეს კრებულს ოთხი მატჩია არ წაუგია.
რაც შეეხება “ხიხონს”, ასტურიელები 9 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.
ბილბაო – ხიხონი 3:0 (2:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (ერასო 84), სუსაეტა (იბაი 81), რ.გარსია, უილიამსი (ბოვედა 73), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ხიხონი (4-3-3): ალბერტო, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, ლორა, ი.ლოპესი, მასკარელი (კარმონა 46), ს.ალვარესი, კასესი, ჰალილოვიჩი (პ.პერესი 70), ხონათანი, გერერო (მენდი 61).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
გოლები: 1:0 სუსაეტა (29), 2:0;3:0 ადურისი (42;67)
გაფრთხილებები: ადურისი – ჰალილოვიჩი, მასკარელი, კასესი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
42-ე წუთზე ადურისმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)