ჩოგბურთი

0:49 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ იმარჯვა, კალაშნიკოვა დამარცხდა

ქართველი სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილმა საფრანგეთის ქალაქ პუატიეში დაწყებული 100-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში გამარჯვება იზეიმა.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ჩეხურ წყვილს (კუნჩიკოვა-სტუჩლა) 7:5, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში რუსულ-უკრაინულ ტანდემს (სოლოვიევა-ზანევსკა) გაეჯიბრება.

საინტერესოა, რომ სოლოვიევამ და ზანევსკამ ქართველ ოქსანა კალაშნიკოვას და უნგრელ კატალინ მაროსის 6:7 (6:8), 6:4, 11:9 მოუგეს.

0.117953