ჩოგბურთი

19:47 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

თეთრ ჯგუფში მუგურუზა და კერბერი გალიდერდნენ

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, თეთრ ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. ესპანელმა გარბინე მუგურუზამ ჩეხი ლუსი საფაროვა 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო გერმანელმა ანგელიკა კერბერმა ჩეხ პეტრა კვიტოვას 6:2, 7:6 მოუგო.

მუგურუზა საფაროვას შეხვედრამ თითქმის 2 საათს გასტანა. ესპანელმა 10 ეისი ჩააწოდა და 3 ბრეიკი შეასრულა, საფაროვას 6 ეისი ჰქონდა.

კერბერს კვიტოვას დასამარცხებლად საათი და 47 წუთი დასჭირდა. გერმანელმა 4 ეისი ჩააწოდა და 5 ბრეიკი შეასრულა, კვიტოვას 5 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თეთრი ჯგუფი

1.

ანგელიკა კერბერი

1

1

0

2:0

1

2.

გარბინე მუგურუზა

1

1

0

2:0

1

3.

ლუსი საფაროვა

1

0

1

0:2

0

4.

პეტრა კვიტოვა

1

0

1

0:2

0

0.106297