ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ “ალ ნასრის” გაწვრთნის. ამის შესახებ აზიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. კანავარო არაბეთში სეზონის ბოლომდე იმუშავებს და ორმხრივი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სამსახურს გააგრძელებს.
ბოლოს იტალიელი ჩინურ “გუანჯოუს” ედგა სათავეში, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მანამდე კი იგი “ალ აჰლის” ხელმძღვანელობდა.