“მსოფლიო რაგბის” ყოველკვირეულ რეიტინგში, მსოფლიო თასის ბოლო სათამაშო კვირის წინ ფინალისტები - ახალი ზელანდია და ავსტრალია ლიდერობენ, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე სამხრეთ აფრიკა და არგენტინა არიან, რომლებიც პარასკევს მესამე ადგილს გაითამაშებენ.
ნახევარფინალური მატჩების შედეგს რეიტინგში გადაადგილებები არ გამოუწვევია, მაგრამ შეიცვალა მოწინავე ოთხეულის გუნდების ქულების რაოდენობა. “ოლ ბლექსმა” “ბოკეს” 20:18 ძლევით 0,78 სარეიტინგო ქულა მიიღო და ამდენივე დაკარგა აფრიკამ. ავსტრალიამ არგენტინის 29:15 ძლევით საკუთარი მონაგარი 0,82 ქულით გაამდიდრა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 26 ოქტომბერი
1 (1). ახალი ზელანდია 93,67
2 (2). ავსტრალია 91,75
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86,02
4 (4). არგენტინა 84,24
5 (5). უელსი 83,49
6 (6). ირლანდია 81,17
7 (7). საფრანგეთი 79,77
8 (8). ინგლისი 79,77
9 (9). შოტლანდია 77,94
10 (10). იაპონია 77,05
11 (11). ფიჯი 76,96
12 (12). იტალია 72,74
13 (13). ტონგა 71,60
14 (14). საქართველო 71,45
15 (15). სამოა 70,36
16 (16). აშშ 68,66
17 (17). რუმინეთი 66,59
18 (18). კანადა 62,65
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (20). ნამიბია 61,75
21 (21). ესპანეთი 61,54
22 (22). რუსეთი 61,10
...