ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მომდევნო ბაშოზეც აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი გასულ სუპერტურნირზეც ამავე რანგში ირჯებოდა და 10 მოგება და 5 მარცხი მიითვალა. მიუხედავად ამისა, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ქართველი გოლიათის სეკივაკეს რანგში აღზევება არ ისურვა.
მცირე უკუსვლა შეეხო ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუმ წინა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი (3 მოგება, 6 მარცხი) აჩვენა და 2 საფეხური დათმო. ახლა, ის აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირაა.
პირველად კარიერაში უმაღლესი – აღმოსავლეთის იოკოძუნას წოდება მიიღო კაკურიუმ, მას კი ასევე მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი მისდევენ. ოძეკის ტიტული რჩებათ ტერუნოფუჯის, კისენოსატოს, კოტოშოგიკუს და გოეიდოს, ხოლო სეკივაკეები ტოჩიოძანი და მიოგორიუ არიან.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სუპერტურნირი – კიუშიუ ბაშო სტარტს 8 ნოემბერს ფუკუოკაში აიღებს.