ფეხბურთი

13:19 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო დათხოვნის ზღვარზეა

Daily Express-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვს, თუკი გუნდი ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურში “ლივერპულთან” დამარცხდება.

“აროსტოკრატებს” 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 11 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ, “ჩელსი” 4 ქულით მე-3 ადგილზეა, ასეთი შედეგები კი, ამბიციური კლუბის კიდევ უფრო ამბიციურ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს შედეგებზე მეტად იმიჯის დაკარგვა აღშფოთებს. პრემიერლიგის ბოლო მატჩში, “ჩელსი” “ვესტ ჰემთან” 1:2 დამარცხდა და “არისტოკრატების” შვიდმა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, თავად მოურინიოსთან ერთად, მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ მწვრთნელმა მატჩისშემდგომ ინტერვიუებზეც უარი თქვა.

თუ 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, მისი სავარაუდო შემცვლელები გუს ჰიდინკი ან კარლო ანჩელოტი იქნებიან.

0.115828