ფეხბურთი

11:47 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლევანტე” უმწვრთნელოდ დარჩა

ესპანური “ლევანტეს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუკას ალკარასის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურში “ლევანტე” “რეალ სოსიედადთან” საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა და 49 წლის სპეციალისტმა გუნდი ამის შემდეგ დატოვა.

ეს წაგება მხოლოდ ბოლო წვეთი იყო, თორემ მწვრთნელს წყალი მანამდეც ჰქონდა შეყენებული. გუნდმა განვლილი 9 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, 3 ფრე ითამაშა და 6 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

ლუკას ალკარასმა “ლევანტეში” მხოლოდ ერთი წელიწადი იმუშავა. ის გუნდის მთავარ მწვრთნელად შარშან ოქტომბერში დანიშნეს. გასული სეზონი “ლევანტემ” მე-14 ადგილზე დაასრულა.

0.171371