ბედის უკუღმართობით რუსეთში ბურთის მაგორებელი არგენტინელი მცველის, ეზიკილ გარაის ცნობილი მეუღლე, ესპანელი მოდელი ტამარა გორო სულ მალე დედა გახდება და ამ ამბავს გარაის ოჯახი რასაკვირველია განსაკუთრებული მოლოდინითა და დიდი იმედებით ხვდება.
ტამარა გორო ამბობს, რომ მისი ქმარი ყოველთვის მზრუნველი ადამიანი იყო და მისთვის ცოლის დაფასება ცხოვრების წესად იყო ქცეული, მაგრამ ცოლის ფეხმძიმობამ ეზიკილი საერთოდ გადარია და ტამარამ რაც უნდა მოინდომოს, ქმარი ნებისმიერ სურვილს უსწრაფესად უსრულებს ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა გარაი ყავს გასაჩენი, ტამარა თავის სამოდელო კარიერაზეც ფიქრობს და ამბობს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე აპირებს ფორმაში ჩადგომას, რადგან კიდევ დიდი ხანი სურს პოდიუმის ფიცარნაგზე დგომა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს რაც კი ხელეწიფება.