კალათბურთი

0:11 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

ნიკა მეტრეველის ბრწყინვალე მატჩი იტალიის უმაღლეს – სერია „ა“-ში. ქართველი ფორვარდი „დ’ორლანდოს“ სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორლანდოელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ფორვარდის დამსახურება დიდია. მეტრეველის გუნდმა სამი 3 ტურის თავზე წაუგებლად მოლიდერე "რეჯიო ემილია" დაამარცხა – 68:62.

ნიკამ თავის გუნდში ზოლტან პერლის (33 წუთი) შემდეგ ყველაზე მეტი – 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ, მეტრეველს 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ორლანდოელთაგან ასევე გამოირჩნენ ალექს ორიახი (11 ქულა, 12 მოხსნა) და სიმას იასაიტისი (16 ქულა).

„დ’ორლანდოს“ 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 1 ნოემბერს, მეტრეველის გუნდი „ვარეზეს“ უმასპინძლებს.

0.11841