სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტპატიმარი ტოკიო სექსვეილი ფიფას საპრეზიდენტო რაჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. BBC-ის ინფორმაციით, ახალ კანდიდატს მხარს სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ასოციაცია უჭერს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველო ორგანიზაციის სათავეში მოსასვლელად ხუთი კანდიდატი იბრძოლებს: იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ნახიდი, ფიფას ყოფილი გენერალური დირექტორი ჟერომ შამპანი და მიშელ პლატინი.
მიმდინარე თვის დასაწყისში ფიფას ეთიკის კომიტეტმა უეფას პრეზიდენტი და ზეპ ბლატერი 90 დღით საქმიანობას ჩამოაშორა. შვეიცარიული პოლიცია აღნიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს და ჯერჯერობით უცნობია პლატინი 2016 წლის 26 თებერვლის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას.