პსჟ “ჩელსის” ბელგიელი შემტევის ედენ აზარის გადაბირებას გეგმავს. ESPN-ის ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა ბელგიელ ფეხბურთელში 104 მილიონი დოლარი გადაიხადოს. წყაროს ცნობით, პარიზელები აზარს კვირაში ხელფასის სახით 270 000 დოლარს სთავაზობენ.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.