ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
კვალიფიკაციაში მე-6 ნომრად განთესილი ბასილაშვილი საწყის რაუნდში რუს მიხაილ იუჟნის გაეჯიბრა და 4:6, 2:6 დამარცხდა.