ოსტინში ისევ წვიმს, გადაუღებლად და ძლიერად. პილოტებმა, აშშ-ის დიდი პრიზის მესამე პრაქტიკაზე გამოსვლა სცადეს, მაგრამ აკვაპლანინგის მეტს ვერაფერს გამორჩნენ. ასეთ სიტუაციაში, მანქანის დამორჩილება და მითუმეტეს, რბოლა შეუძლებელი და ძალიან სახიფათოა. ამის მიუხედავად, მესამე პრაქტიკაზე დროები მაინც დაფიქსირდა. მოგვიანებით, რბოლის ორგანიზატორებმა კვალიფიკაცია რამდენჯერმე გადადეს. მაგრამ ამინდს გამოდარება არც უცდია.
გადაწყდა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა, მთავარი რბოლის დილას დაინიშნოს. უკეთესი პროგნოზი არც კვირისთვისაა. ქარიშხალი პატრიცია უწყვეტად და გაძლიერებული ინტენსივობით ასველებს შტატ ტექსასს და მის მთავარ ქალაქს. უფრო მეტიც, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ რბოლისთვისაც ასეთი ამინდი შენარჩუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციის ჩატარება ვერ მოხერხდა, რბოლის სტარტზე პილოტები მესამე პრაქტიკის დროების შესაბამისად განლაგდებიან. მასზე კი საუკეთესო დრო ლუის ჰამილტონს ჰქონდა, რომელსაც შანსი აქვს, მესამე ტიტული, სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდოს.
აშშ-ის დიდი პრიზი
მესამე თავისუფალი პრაქტიკა
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:59.517
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2:00.380
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 2:00.496
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 2:00.523
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 2:00.687
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 2:00.694
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 2:00.785
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 2:01.008
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2:01.474
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 2:02.199
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 2:02.660
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2:02.825
- პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 2:02.921
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 2:03.375
- მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2:04.399
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:05.283
- უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2:05.378
- ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) 2:05.607
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 2:06.792
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 2:09.99







