23:31 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი – ესტონეთის ჩემპიონი მესამედ

25 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი გახდა. წინ კიდევ ორი ტურია, მაგრამ “ფლორამ” 8 ქულით გაუსწრო “ლევადიას”. გუშინ ბელგარიშვილის გუნდმა სტუმრად 1:0 მოუგო “ინფონეტს” და ქართველმაც შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, ეს “ფლორას” ზედიზედ მე-14 მოგება იყო. ზაქარიას სეზონში 30 მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი არ გაუტანია, თუმცა 11 საგოლე პასი აქვს.

ბეგლარიშვილი მესამედ გახდა ესტონეთის ჩემპიონი. ის 2010 წლიდან თამაშობს “ფლორაში” და ჩემპიონიობის გარდა, ერთხელ ქვეყნის თასი მოუფგია და სამჯერ – სუპერთასიც.

ვანო ხუციშვილი

0.115083