საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:3 წააგო. “მიხეილ მესხზე” გამართულ შეხვედრაში ირლანდიელთაგან გოლები ჯული ნელსონმა და ავილა ბერგინმა (დუბლი) გაიტანეს.
მეექვსე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიამ შინ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები 27 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიასთან გამართავს. ამ ეტაპზე საქართველო სამი წაგებით 5-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
საქართველო - ჩრდ. ირლანდია 0-3 (0:2)
თბილისი, საქართველო, „მიხეილ მესხი“
საქართველო : ნადირაშვილი, ზაქაიძე, სხირტლაძე, სუთიძე, პასიკაშვილი, კოჩმაზაშვილი, თოდაძე, მახარაძე (კვალიაშვილი 76), ჭიჭინაძე, ჩემინავა, დანელია (დუმბაძე 59)
მთავარი მწვრთნელი : თამაზ კოსტავა
ჩრდ. ირლანდია : ჰიგინსი, კრეკლი, რაფერტი (შერვუდი 80), ნელსონი, სიმფსონი, ქალაგანი, მაგილი (ბრენანი 81), ფურნესი, მაქინი, ჰაინდმენი, ბერგინი (მაქგინესი 62)
მთავარი მწვრთნელი : ალფი ვაილი
გაფრთხილება : სუთიძე (38)
გოლები : 0:1 ნელსონი (3), 0:2, 0:3 ბერგინი (29, 56)