ფეხბურთი

12:13 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას “აიაქსი” არ აშინებს

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ “ვიტესი” საუკეთესო ფორმასთან ახლოსაა. როგორც vi.nl-ი იტყობინება, კაშია ამსტერდამის “აიაქსთან” გასამართი თამაშის წინ იმედიანადაა განწყობილი და თავისი გუნდის წარმატების სჯერა.

“შარშან გამოცდილებიც ვიყავით და სათამაშო ხარისხიც კარგი გვქონდა, მაგრამ წელს უფრო შეკრული გუნდი ვართ. შეიძლება ითქვას, სრულყოფილებასთან ახლოს ვართ. “ვიტესი” ახალგაზრდული გუნდია, შეგვიძლია ზედიზედ 10 თამაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ.

“აიაქსი” და შიში? – ასე არ იქნება. წინა წლებში დიდ გუნდებთან წარმატებით თამაშის გამოცდილება უკვე დავაგროვეთ. “აიაქსი” ძალიან კარგი კლუბია და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია, თუმცა მათგან მაგალითი უნდა გადმოვიღოთ”, - ამბობს კაშია.

“ვიტესი” “აიაქსს” 25 ოქტომბერს არნემში უმასპინძლებს.

0.138457