ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად ჩიკაგოში, ადგილობრივ “ბულზთან” დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა, მასპინძლებმა კი იგი ერთი ქულის სხვაობით 103:102 მოიგეს.
“მავერიქსის” ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე ყოფნა 27:11 წუთი მოუწია, რომლის განმავლობაშიც ზაზამ 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. 31 წლის ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო 100%-იანი სიზუსტით ესროლა, ხოლო 8 შემთხვევიდან ერთხელ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
“დალასის” რიგებში კი ყველაზე შედეგიანი გერმანელი ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.