ვინ იცის, “ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკუს გისდოლის დღეები დათვლილია. “სოფლელებმა” მორიგი უსახური მატჩი ჩაატარეს და “რეინ არენიდან” “ჰამბურგს” სამი ქულა გაატანეს. პიერ ლასოგას მიერ თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გატანილი გოლი ბრუნო ლაბადიას გუნდს სამი ქულისთვის ეყო.
“ჰოფეს” მდგომარეობა კი უკვე კრიტიკულია, რადგან 10 ტურში ერთადერთი გამარჯვება და მხოლოდ 6 ქულა აქვთ. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მხოლოდ “აუგსბურგზე” წინ იმყოფებიან, რაც რაღა თქმა უნდა, ამ გუნდის ხელმძღვანელობას არ უნდა აკმყოფილებდეს. “ჰამბურგმა” კი ამასობაში 14 ქულა დააგროვა და მე-9 პოზიციამდე აინაცვლა.
“ჰოფენჰაიმი” – “ჰამბურგი” 0:1 (0:0)
ზინჰეიმი, “ვირსოლ რეინ არენა”
მაყურებელი: 30 000
“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; სტრობლი, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, სუელე; შმიდი (უტი 65), პოლანსკი, შვეგლერი (შაერი 71), ვოლანდი; ვარგასი, სჟალაი (ამირი 79)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, ჯურუ, ოსტრზოლეკი; ეკდალი (შიპლოკი 64), ჰოლტბი; გრეგორიტში, ილიჩევიჩი (დიასი 64), მიულერი (სტიბერი 85); ლასოგა
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლი: 0:1 ლასოგა (88)
გაფრთხილება: ბიჩაკჩიჩი (12, 68), პოლანსკი (80), ვოლანდი (90) – ჰოლტბი (26), ოსტრზოლეკი (58), გრეგორიტში (78), შიპლოკი (84)
გაძევება: ბიჩაკჩიჩი (68)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 17 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დანიელ სიბერტი