ავტოსპორტი

3:07 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

წვიმის გამო მეორე პრაქტიკა არ ჩატარდა

როგორც სინოპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, აშშ-ის დიდი პრიზის პირველი დღე წვიმიანი გამოდგა. უფრო მეტიც, ჭექა-ქუხილის და მეხის გამო, მეორე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა. პირველზე კი, რომელიც სველ ტრასაზე ჩატარდა, საუკეთესი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც წამზე მეტით აჯობა უახლოეს მდევრებს. ლუის ჰამილტონმა კი, რომელსაც მესამე ტიტულის ოსტინშივე მოპოვების რეალური შანსი აქვს, მხოლოდ ოთხი წრე გაიარა და მეხუთე დროს დასჯერდა.

უნდა ითქვას, რომ უამინდობა ამით არ დასრულებულა. კვალიფიკაციაზე კოკისპირულია მოსალოდნელი. სხვათა შრის, ამერიკაში ახლა მძლავრ ქარიშხალ პატრიციას ელიან და სავარაუდოდ, ტექსასური უამინდობაც ამის პრელუდიაა. უფრო მეტიც, ამერიკამდე პატრიცია მექსიკას გადაუქროლებს, სადაც ერთ კვირაში მომდევნო ეტაპია გასამართი. პატრიციაზე კი ამბობენ, რომ არნახულად ძლიერი იქნება.

მოკლედ, ოსტინში და მექსიკო სიტიში ჯერჯერობით ყველაზე აქტუალური თემა ამინდი და პატრიციაა...

აშშ-ის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:53.989
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:55.224
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:55.592
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:55.667
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:55.693
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:55.710
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:55.969
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:56.326
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:56.839
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:56.866
  11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:57.081
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:57.139
  13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:57.495
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:57.518
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:58.319
  16. რაფაელე მარსიელო (იტალია, ზაუბერი) 1:59.431
  17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:59.743
  18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) 2:01.154
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2:01.907
  20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

არ ჩატარდა

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.094971