ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას ტურინული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნედვედი სერიოზულად გაიზარდა. ახლა ის ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია.” – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ.
“ჩემი როლი არ შეიცვლება. კლუბის მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან ყოველდღიურ კონტაქტში ვიქნები და უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებ.” – ციტირებს “იუვეს” ოფიციალური ვებგვერდი ნედვედის სიტყვებს.
“ბიანკონერის” ყოფილი ფეხბურთელი ვიცე-პრეზიდენტობამდე კლუბის სპორტული დირექტორი გახლდათ.